"სპარტაკის" ყოფილმა მცველმა ალეკსანდრ ბუბნოვმა რუსეთის ნაკრების მიერ კვიპროსის 5:0 დამარცხებასა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე გააკეთა კომენტარი.
"რუსეთის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მოიპოვა ფინალური ტურნირის საგზური. ეს კარგი შედეგია, მაგრამ არაა საჭირო, თავი მოვიტყუოთ და აღფრთოვანება გამოვხატოთ. ჩვენი შესარჩევი ჯგუფი ძალიან სუსტი აღმოჩნდა. მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენი მეტოქე შოტლანდია საერთოდ ჩაფლავდა, სხვები კი დონით თავიდანვე ძალიან ჩამოგვრჩებოდნენ.
ევროპირველობაზე სულ სხვა კლასის გუნდები იქნებიან და დიდია ალბათობა, იმაზე ძლიერ ჯგუფში მოვხვდეთ, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატზე. ბევრ კითხვაზე პასუხს ბელგიის
ძლიერ გუნდთან მომავალი მატჩი გაგვცემს", - განუცხადა ბუბნოვმა Sportbox-ს.