მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევში ერთმანეთს სამხრეთი და ჩრდილოეთი კორეა შეხვდნენ.
მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.
ჩრდილოეთ კორეაში საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს ბოლოს 29 წლის განმავლობაში პირველად შეხვდნენ. მაშინ გუნდები ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში 1990 წლის 11 ოქტომბერს შეხვდნენ.
შესარჩევის მატჩი ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მატჩის გასაშუქებლად ჟურნალისტები და გულშემატკივრები ქვეყანაში არ შეუშვეს და არც შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდა.