ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ბულგარეთისა და ინგლისის ნაკრებ გუნდებს შორის (0:6), სტუმართა გუნდის ფეხბურთელების მიმართ რასისტული შეძახილების გამო ორჯერ შეაჩერეს, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
ჯერ ბულგარეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი, ახლა კი ეროვნული გუნდის მწვრთნელი კრასიმირ ბალაკოვი გადადგა.
"მე გადავდექი. ასეთ ატმოსფეროში ადრე არასოდეს არ მიმუშავია. ჩემს შემცვლელს წარმატებას ვუსურვებ. გუნდში სასიამოვნო სიტუაცია არ არის", - განაცხადა ბალაკოვმა.