კოპა ლიბერტადორესის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ფლამენგომ" "გრემიო" გაანადგურა (5:0) და ფინალში არგენტინულ "რივერ პლეიტს" შეხვდება.
პირველი მატჩი "გრემიოსა" და "ფლამენგოს" შორის ფრედ იყო დასრულებული - 1:1. საპასუხო შეხვედრა კი "მარაკანაზე" გაიმართა და მასპინძლების დიდი სხვაობით გამარჯვებით დასრულდა - 5:0.
აღსანიშნავია, რომ "ფლამენგომ" ძალიან კარგი კოლექტივი შეკრა. კარში გამოცდილი დიეგო ალვეში დგას, დაცვაში ფილიპე ლუისი და რაფინია თამაშობენ, ნახევარდაცვაში - ევერტონ რიბეირო, ცესკას ყოფილი შემტევი ვიტინიო, "რომასა" და "ფიორენტინას" ყოფილი საყრდენი გერსონ სოუზა და მთავარი ვარსკვლავი დიეგო, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივარს მადრიდის "ატლეტიკოდან", "იუვენტუსიდან" ახსოვს. იყო პერიოდი, როცა დიეგო ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. გუნდის მთავარი მწვრთნელი კი "ბენფიკას" ყოფილი დამრიგებელი ჟორჟე ჟეზუში არის.
კოპა ლიბერტადორესის ფინალი კი 24 დეკემბერს, ჩილეში გაიმართება. შეხვედრას სანტიაგოში ეროვნული სტადიონი უმასპინძლებს.