კარლოს ტევესი: მესის ბევრი რამ ბუნებრივად აქვს, რონალდო სულ ვარჯიშობს

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსის" თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა ყოფილ თანანაკრებელ ლეო მესიზე და ყოფილ თანაგუნდელ რონალდოზე ისაუბრა.

"მესი რონალდოს დარი არ არის. მას ბევრი რამ ბუნებრივად აქვს, ხოლო დანარჩენზე მუშაობს.

საჯარიმოებს ძალიან კარგად ვერ ასრულებდა, ახლა კი კუთხეებში "აჭედებს". ამას ვარჯიშით მიაღწია.

რონალდო მთელ დღეს სატრენაჟორო დარბაზში ატარებს. როდესაც ვარჯიში 9 საათზე გვეწყებოდა, 8 საათზე მივდიოდი და ის უკვე იქ იყო. შემდეგ 18.30 საათზე მივდიოდი და ისევ იქ იყო.

ერთხელ ბაზაზე 6:30 საათზე მივედი და მაშინაც იქ დამხვდა. გამოუძინებელი იყო, მაგრამ ვარჯიშობდა", -
ციტირებს ტევესს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ორივე მაგარი ფეხბურთელია, შედარების დროს რაღაც მიზეზს იპოვი რათქმაუნდა მაგრამ ეს არაფრად ღირს მათ თამაშთან შედარებით,ორივე ძალიან უყვარს გულშემატკივარს, მთავარია კიდევ დიდხანს იყვნენ ჯანმრთელად, კიდევ ბევრჯერ გაგვაოცებენ.
ზაალი
06:11 03-11-2019
0
მესი "გენიაა" ოღონდ ვილიარეალთან,ლევანდესთან და სხვა არიფებთან.ხოლო ნაკრებში და მნიშვნელოვან თამაშებში ეს "გენია" როგორ გადაიქცევა ხოლმე მთხლედ იქნებ ახსნად.რონალდუ ერთი უბრალოა მაგრამ საუკეთესოა ჩემპიონთა ლიგაზე,ნაკრებში იმდენი ბურთი აქვს გატანილი მესი 100 წელიწადში ვერ გაიტანს.გამოდის ნაჯობნი აქვს "გენიისთვის"
ვაშა "გენიას"
17:53 02-11-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული