"ბოკა ხუნიორსის" თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა ყოფილ თანანაკრებელ ლეო მესიზე და ყოფილ თანაგუნდელ რონალდოზე ისაუბრა.
"მესი რონალდოს დარი არ არის. მას ბევრი რამ ბუნებრივად აქვს, ხოლო დანარჩენზე მუშაობს.
საჯარიმოებს ძალიან კარგად ვერ ასრულებდა, ახლა კი კუთხეებში "აჭედებს". ამას ვარჯიშით მიაღწია.
რონალდო მთელ დღეს სატრენაჟორო დარბაზში ატარებს. როდესაც ვარჯიში 9 საათზე გვეწყებოდა, 8 საათზე მივდიოდი და ის უკვე იქ იყო. შემდეგ 18.30 საათზე მივდიოდი და ისევ იქ იყო.
ერთხელ ბაზაზე 6:30 საათზე მივედი და მაშინაც იქ დამხვდა. გამოუძინებელი იყო, მაგრამ ვარჯიშობდა", -
ციტირებს ტევესს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.