თბილისის "დინამოს" ყოფილ ნახევარმცველს უკრაინის ნაკრებში უხმეს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი, 25 წლის დმიტრო ივანისენია, რომელიც ამჟამად ლუგანსკის "ზორიას" ღირსებას იცავს, უკრაინის ნაკრებში გამოიძახეს.

ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილმა ეროვნულმა გუნდმა ვადამდე მოიპოვა ევროპირველობის საგზური, თანაც ვერ ითამაშებენ ტარას სტეპანენკო, ალეკსანდრ ზინჩენკო და ვიტალი ბუიალსკი და ივანისენიას შანსი მიეცემა.

უკრაინის ნაკრები 14 ნოემბერს ზაპოროჟიეში ამხანაგურ მატჩში ესტონეთს შეხვდება, ხოლო 17 ნოემბერს ბელგრადში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში - სერბეთს.

ივანისენია "შახტარის" აღზრდილია. თბილისის "დინამოში" 2018-19 წლებში ასპარეზობდა. მას უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სამაგიეროდ დინამომ ზედ ევროტურნირებს წინ გაუშვა გუნდიდან და არფანგ დაფე დაიმატა. რამხელა კომფორტია, ესეთ ჭკვიანურ გადაწყვეტილებას რომ იღებ :)) არ დამიწყოთ ეხლა, ეს როი ფეხბურთელი სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობსო, ეგ ისედაც ვიცი
რომანა
14:25 06-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული