"ზალცბურგის" ფეხბურთელით ერლინგ ჰოლანდით ტურინის "იუვენტუსი" დაინტერესდა.
ტურინული კლუბის წარმომადგენლები 19 წლის ნორვეგიელის შესაძლო ტრანსფერს მის აგენტთან მინო რაილასთან განიხილავდნენ, რომელიც ამავე თემაზე "ნაპოლისაც" ეკონტაქტებოდა.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ავსტრიელები ჰოლანდს 90 მლნ ევროდ აფასებენ.
ჰოლანდმა ჩEმპიონთა ლიგის 4 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პირვე ადგილს ზაგრების "დინამოს" ფეხბურთელ მისლავ ორშიჩთან იყოფს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰოლანდის თამაშს 20-მდე კლუბი აკვირდებოდა, მათ შორის იყვნენ "ბარსელონა", ლონდონის "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი", მიუნხენის "ბაიერნი", ლონდონის "არსენალი" და მადრიდის "ატლეტიკო".