არსენ ვენგერი ფიფას განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნეს

AutoSharing Option
"არსენალის" ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი ფიფაში იმუშავებს.

70 წლის ფრანგი ფიფას გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნეს. ის მთელ მსოფლიოში პასუხისმგებელი იქნება კონტროლსა და განვითარების სტიმულირებაზე, როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის.

ვენგერი აგრეთვე წამყვანი სპეციალისტი იქნება IFAB-ის ჯგუფთან (ფეხბურთის წესების რეგულირებითაა დაკავებული) ტექნიკური საკითხების კონსულტაციების ჯგუფში და ტექნიკურ კომიტეტში, რომელიც 1966 წლიდან ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული ტურნირების ანალიზს აწარმოებს.

ვენგერი მწვრთნელთა სწავლების კურსებშიც მიიღებს მონაწილეობას და კურირებას გაუწევს პროგრამას, რომელიც ყოფილი ფეხბურთელების მმართველ სისტემაში მუშაობის გაადვილებაზე იზრუნებს.

ვენგერი თანამდებობაზე ფიფას პრეზიდენტმა
ჯანი ინფანტინომ წარადგინა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგასაც პლატინივით გააფუჭებენ
zviadi
09:27 14-11-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული