ვეტერანი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავის "ტვიტერზე" "ლოს ანჟელეს გალაქსის" იულიუს კეისრის ციტირებით დაემშვიდობა.
"მოვედი, ვნახე, გავიმარჯვე. მადლობა, "ლოს ანჟელეს გალაქსი". მადლობა იმისათვის, რომ თავი კვლავ მაგრძნობინეთ ცოცხლად.
"გალაქსის" ფანებს - თქვენ გინდოდათ ზლატანი, მიიღეთ ზლატანი. ისტორია გრძელდება. ახლა დაბრუნდით, რათა ბეისბოლს უყუროთ".
იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტი ამერიკულ კლუბთან 31 დეკემბერს დასრულდება, მისი სამსახურით კი რამდენიმე იტალიური კლუბია დაინტერესებული.