"მონაკოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ტიერი ანრიმ MLS-ის კლუბი "მონრეალ იმპაკტი" ჩაიბარა.
42 წლის ფრანგმა სპეციალისტმა ხელშეკრულება კლუბთან 2022 წლამდე გააფორმა.
ანრის ბოლო სამუშაო ადგილი "მონაკო" იყო, სადაც 2019 წლის 24 იანვარს ჯერ ფეხბურთელებთან კონფლიქტის გამო დროებით მოკვეთეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს.