"ლოს ანჟელეს გალაქსიში" იბრაჰიმოვიჩი შეიძლება კავანიმ შეცვალოს

AutoSharing Option
გამოცდილ ურუგვაელ თავდამსხმელ ედინსონ კავანის კარიერის აშშ-ში გაგრძელების შესაძლებლობა აქვს.

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, კალიფორნიული კლუბი კავანის სამსახურით დაინტერესდა.

კავანის პსჟ-სთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და არაა გამორიცხული, ზამთარში გაყიდონ.

ამ სეზონში მან 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამას წინათ თქვა, რომ ზაფხულში გუნდს გამოიცვლის.

"გალაქსი" ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დატოვა და კავანის მის შემცვლელად მოიაზრებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული