მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ლეგენდა დიეგო მარადონა, შესაძლოა "ხიმნასია ლა პლატას" მთავარი მწვრთნელის პოზიცია დატოვოს. აღნიშნულ ინფორმაციას რამდენიმე ესპანურენოვანი გამოცემა ავრცელებს.
დიეგოს წასვლის მიზეზი შესაძლოა გახდეს ის ფაქტი, რომ კლუბის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გაბრიელ პელეგრინომ, ვისი მხარდაჭერითაც მარადონა სარგებლობდა, გადაწყვიტა პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. მარადონამ კი თქვა, რომ პელეგრინოს წასვლის შემთხვევაშიც, ისიც დატოვებას "ხიმნასიას".
დიეგო მარადონამ "ხიმნასია ლა პლატა" ამა წლის სექტემბერში ჩაიბარა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. არგენტინის ჩემპიონატში 13 ტურია გასული და დიეგოს გაწვრთნილი გუნდი 10 ქულით ცხრილში
22-ე ადგილს იკავებს. მარადონამ სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი დრო არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაატარა. ეროვნულ გუნდს 2008 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ივლისამდე წვრთნიდა.