დიეგო მარადონა "ხიმნასიას" მწვრთნელად დატოვეს

AutoSharing Option
დიეგო მარადონა არგენტინის "ხიმნასიაში" მწვრთნელად გააგრძელებს მუშაობას.

ამ კვირაში კლუბის პრეზიდენტმა გაბრიელ პელეგრინომ 59 წლის მარადონა გადააყენა, მაგრამ დიეგოს იურისტმა მატია მორლამ განაცხადა, რომ დიეგო და მისი შტაბი მუშაობას განაგრძობენ და კვირას "არსენალ სარანდისთან" მატჩში გუნდს უხელმძღვანელებენ.

Ole-ს ცნობით, ფეხბურთელებმა დიეგო გუნდში დარჩენაზე დაიყოლიეს, ხოლო გულშემატკივრებმა კლუბის ოფისთან მისი მხარდამჭერი აქცია ჩაატარეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დიეგომაც მთლად გაუბერა.რას ვიზავთ ფენომენებს სჩვევიათ ბოლოს გაბერვა.არა და უფრო დიდი საოცრება ფეხბურთის მოედანზე არავის მოუხდენია-1986-ში მარტომ მოიგო ფაქტიურად მსოფლიო ჩემპიონატი.ზოგიერთები კი მიმტკიცებენ მაშინ სხვა დრო იყო,ეხლა ფეხბურთი განვითარდა და ეხლა მარადონა იგივეს ვერ გააკეთებდაო,მაგრამ რანაირად განვითარდა? მოდრიჩი რო საუკეთესო ფეხბურთელი იქნება რანაირად უნდა ილაპარაკო ფეხბურთის განვითარებაზე?
Jordan Beli
07:23 22-11-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული