დიეგო მარადონამ "დინამოს" ჩემპიონობა რუსულად მიულოცა

AutoSharing Option
"ხიმნასიას" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ ბრესტის "დინამოს" ბელარუსის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა.

"მინდა, რომ "დინამოს" ფანებს, მწვრთნელსა და მთლიანად სტაფს, ბელარუსის ჩემპიონობის მოპოვება მივულოცო. გილოცავთ!!!", - წერს მარადონა.

საინტერესოა, რომ ბოლო სიტყვა ლეგენდარულმა არგენტინელმა რუსულ ენაზე დაწერა.

Sportall.Ge

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 13 წელში ბელარუსის ჩემპიონი "ბატე" ხდებოდა და ეს ჰეგემონია სწორედ "დინამომ" დაამხო.

შეგახსენებთ, რომ მარადონა 2018 წლის აგვისტოში ბრესტული გუნდის მართვის თავმჯდომარის პოსტზე დანიშნეს, თუმცა მან ეს თანამდებობა მალევე დატოვა და მექსიკურ "დორადოსს" ჩაუდგა სათავეში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰაჰაჰაა, ბრესტის და მინსკის დინამოები აერია ერთმანეთში. დააკვირდით, ესპანურენოვან ტექსტს!
ეჰ დიეგო, დიეგო. ამდენი კოკაინიც არ შეიძლება
შაკო
11:55 25-11-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული