ინგლისური პრესა იუწყება, რომ რაიან გიგზს, შესაძლოა, მისი ძმა როდრი და მამა დენი შეურიგდნენ. როგორც იცით, ლეგენდარულმა უელსელმა მოახერხა და საკუთარი ქვეყნის ნაკრები მთავარი მწვრთნელის რანგში ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
უელსში მიაჩნიათ, რომ ეს სწორედ "მანჩესტერის" ლეგენდის დამსახურებაა, რომელმაც ნაკრებში დიდი სამუშაო გასწია და უფრო კარგად აათამაშა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ აცრემლებულმა გიგზმა მამასა და ძმას დაურეკა და პატიება კიდევ ერთხელ სთხოვა.
მოგეხსენებათ, ის ოჯახისგან გარიყულია, რადგან საკუთარი ძმის მეუღლესთან, ნატაშასთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა. ჯერჯერობით უცნობია, აპატიებენ თუ არა
კიდევ ერთი თხოვნის შემდეგ გიგზს ამ ღალატს.