რუსული ფეხბურთის სიტუაცია საგანგაშო და კაზუისტიკურია - პუტინი მის გადასარჩენად ემზადება

AutoSharing Option
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რეკომენდაცია გასცა, უახლოესი 4 წლის მანძილზე რუსეთს ყველა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა აუკრძალონ. საკითხი 9 დეკემბერს, WADA-ს აღმასკომზე განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

WADA-ს ანგარიში ბრიტანელმა ადვოკატმა ჯონათან ტეილორმა შეადგინა, რომელიც გვამცნობს, რომ კოლეგია რამდენიმე წელია სწავლობს რუსეთის მიერ ანტისადოპინგო
გლობალური წესების დარღვევას.

ანგარიშიდან დადგინდა, რომ რუსები განზრახ მანიპულირებდნენ ანალიზთა ბაზის მონაცემთა შედეგებით, რომლებიც WADA-ს გადაეცა, რათა მათი სპორტსმენების წარუმატებელი ანალიზები დაემალათ.

მოხსენებაში აგრეთვე იტყობინებიან, რომ აუცილებელია, რუს ჩინოვნიკებს აეკრძალოთ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება და რუსეთს აეკრძალოს ნებისმიერი
ტურნირის მასპინძლობა.

რუსეთის ფეხბურთის ნაკრებს ევრო 2020-დან და მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოკვეთა ემუქრება. რუსები იმედს არ კარგავენ და აცხადებენ, რომ ეს აკრძალვა ფეხბურთს არ შეეხება. უეფა და ფიფა სრულ გაურკვევლობაში არიან, რადგან მსგავს პრეცედენტს ისტორიაში ადგილი არ ჰქონია.

რუსულ პრესაში უკვე გაისმა განგაშის ზარები. ძალიან ნიშანდობლივი იყო მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტის, ილია გერკუსის განცხადება: "თუ, როგორც ამბობენ, სპორტი ომის იმიტაციაა, ჩვენ მესამე მსოფლიო ომსაც გადავიტანთ. ასე სჯობს".

ვითარება კაზუისტიკურია - გავრცელდება თუ არა WADA-ს ვერდიქტი ყველა სპორტულ ორგანიზაციაზე?

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციები დამოუკიდებელი სუბიექტები არიან, ძალიან გავლენიანნი და სავარაუდოდ, რუსეთთან "თბილი" ურთიერთობის გაფუჭებას მოერიდებიან, შემთხვევით ხომ არ ხვდება რუსეთის ნაკრები დიდ ტურნირებზე მუდამ ადვილ ჯგუფში.

მოკლედ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 27 ნოემბერს პეტერბურგში უეფას პრეზიდენტ ალეკსანდერ ჩეფერინს შეხვდება და ბევრი რამ გაირკვევა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
სამწუხაროდ მოხდება ის რაც აქამდე ბევრჯერ გვინახავს, ანუ არაფერიც არ მოხდება...
ლევანი
12:44 27-11-2019
2
თუ "WADA"-მ გასცა რეკომენტაცია, მაშინ 9 დეკემბერს მის აღმასკომზე რაღა იხილება? ე.ი. ჯერ გაცემულად ვერ ჩაითვლება.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული