Mundo Deportivo: "ოქროს ბურთს" ლეო მესის გადასცემენ

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივოს" მტკიცებით, 2019 წელს "ოქროს ბურთის" მფლობელი "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი გახდება.

გამოცემის ცნობით, "ფრანს ფუტბოლმა", რომელიც ამ ჯილდოს დამაარსებელია, ამის თაობაზე მესის აცნობა და ინტერვიუც ჩამოართვა.

პრიზს მესის 2 დეკემბერს პარიზში გადასცემენ.

პრიზისათვის ბრძოლაში მესის მთავარ კონკურენტად "ლივერპულის" მცველი ვირჯილ ვან დეიკი ითვლებოდა. მან წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის ფინალში გავიდა.

მესი მეექვსედ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სანამ მესი და რონალდო ფეხბურტს პროფესიულ დონეზე თამაშობენ ყველა საფეხბურთო პრიზი გარდა მეკარისა მათ ეკუთვნით თანაბრად
Temo
10:19 27-11-2019
0
მესიმ შეიძლება ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო მაგრამ მაინც მსოფლიოში საუკეთესოა და სწორეთაც მესიმ უნდა მიიღოს, ყოჩაღ ლეო მგელი ხარ.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული