პუტინი და ჩეფერინი შეთანხმდნენ, რომ... ვერაფერზე შეთანხმდნენ?

AutoSharing Option
როგორც იცით, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რეკომენდაცია გასცა, უახლოესი 4 წლის მანძილზე რუსეთს ყველა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა აუკრძალონ. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ რეკომენდაციაა და ვერდიქტი 9 დეკემბერს, ამ ორგანიზაციის აღმასკომზე უნდა გამოიტანონ.

საფრთხის ქვეშ დადგა რუსეთის ფეხბურთელთა ნაკრების ევრო 2020-სა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა. რუსული მხარე აცხადებს, რომ WADA-ს გადაწყვეტილება ფეხბურთს არ შეეხება, მაგრამ ამ საკითხში ფიფასა და უეფას ხელმძღვანელები ბოლომდე ჩამოყალიბებულნი არ არიან.

დღეს უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო. როგორც ძველ, კეთილ დროში იტყოდნენ,
შეხვედრამ თბილ, მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა.

ჩეფერინმა აღნიშნა, რომ რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატი იდეალურად ჩატარდა, პუტინთან შეხვედრა დიდი სიხარული და პატივია და პეტერბურგი ევრო 2020 წლის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქია.

პუტინმა კი განაცხადა, რომ ამ მატჩების მაღალ დონეზე ჩატარება მნიშვნელოვანია და ამისათვის ყველაფერს გააკეთებენ.

აი, მოკლედ ის, რაც ТАСС-მა ოფიციალურად გვაუწყა. რა თქმა უნდა, იქნებოდა არაოფიციალური საუბარი, რომლის შედეგები მომავალში გახდება ცნობილი, მაგრამ მხარეებს რომ რაიმე კონკრეტული შეთანხმებისთვის მიეღწიათ, რუსული პრესა უმალ სიხარულით გვამცნობდა.

ჯერჯერობით კი მხოლოდ ზოგადი ფრაზები გაჟღერდა და სტრიქონებს შორისაც რაიმეს ამოკითხვა შეუძლებელია. აშკარაა, ყველა 9 დეკემბერს ელოდება და ამის მერე დაიწყებენ მოქმედებებს.

ისიც უთუოდ სათქმელია, რომ ფიფა და უეფა ძალიან მდიდარი და გავლენიანი ორგანიზაციები კი არიან, მაგრამ გლობალური გადაწყვეტილებების მიღებაში მთლად დამოუკიდებლები არ გახლავთ და მათმა ამჟამინდელმა ხელმძღვანელებმა შესანიშნავად უწყიან, რა დაემართათ თავიანთ წინამორბედებს.

ერთი სიტყვით, დიდ პოლიტიკურ თამაშში სპორტიცაა ჩართული და სრული სისულელეა, ვინც ამტკიცებს, რომ სპორტსა და პოლიტიკას არაფერი საერთო არა აქვთ. აქვთ, ბატონებო და მერე როგორ!

altრუსული ფეხბურთის სიტუაცია საგანგაშო და კაზუისტიკურია - პუტინი მის გადასარჩენად ემზადება
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვალოდია ჩაურიცხავს მილიონებს და გააჩუმებს ეგრევე, მაგისთვის ჩავიდა რუსეთში
irakli
23:24 27-11-2019
3
ისე მე რო მკითხო ის მსოფლიოს უფლებაც არ უნდა მიეეცათ მარტო საქართველო და უკრაინა ეყოფოდა მიზეზებათ ფიფას მარა მაშინაც და ახლაც ფული ბაბა ფულიი ეს ჩეფერინი უკრაინელი არაა? პუტინს საკუთარ ვილაში კი არა ხელსაც არ ნდა ართმევდს ზუსტად იმის გამო რასაც მის ქვეყანაში სჩადის მარა იმის რა მიკვირს საქრთველოში არის ერთი ორი პუტინის ფანი
ნოდო
08:31 28-11-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული