უელსი რუსეთთან დაკავშირებულ დოპინგ-სკანდალს ყურადღებით აკვირდება და სულაც არაა წინააღმდეგი, სარგებელი ნახოს.
Wales Online-ის ცნობით, თუ რუსეთი დასაჯეს და ევრო 2020-ის მატჩების პეტერბურგში გამართვის ნება არ დართეს, უელსი უეფას თავის კანდიდატურას შესთავაზებს.
საუბარია კარდიფის "მილენიუმის" სტადიონზე, რომელიც 74 500 მაყურებელს იტევს.
შეგახსენებთ, რუსეთს შეიძლება 4 წლის განმავლობაში დიდ ტურნირებზე მონაწილეობის უფლება არ მისცენ.