ვალვერდე: პრობლემებს ნუ ქმნით, მიეცით ოქროს ბურთი მას...

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ Goal.com-თან საუბრისას კომენტარი ოქროს ბურთის გაცემის შესახებ ისაუბრა.

"ამ ცერემონიებს თვალს არ ვადევნებ, რადგან ისინი ძალიან დიდხანს გრძელდება. ჩემი არჩევანი, ვგონებ, თქვენსას ემთხვევა.

მე ხმას საუკეთესოს მივცემდი. ყოველ წელს თქვენ ხმას იმის მიხედვით აძლევთ, თუ როგორ ჩაატარა ფეხბურთლმა სეზონი.

თუმცა, თუ ჩვენ საუკეთესოს უნდა მივაკუთვნოთ ოქროს ბურთი. მოდით არ შევქმნათ პრობლემები და ის მესის გადავცეთ,"- თქვა ვალვერდემ.

ოქროს ბურთით დაჯილდოების ცერემონია ხვალ, 2 დეკემბერს პარიზში გაიმართება. პრიზის მიღების პრეტენდენტები მესის გარდა კრიშტიანო რონალდო და
ვირჯილ ვან დაიკი არიან.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მესის ეკუთვნისო რო ამბობთ და სხვას არაო რატო ამბობთ? გუნდი როცა აგებს ყველას ბრალია და როცა გუნდი იგებს მარტო მესის რატო ბრალდება მაშინ?! თუ ეგრეა მაშინ ლივერპულის ყველა მოგებაც ვან დეიკს დავაბრალოთ, ეგ რო არა ბურთებს გაუშვებდნენ უფრო ბევრს და ვერ მოიგებდნენ. ლივერპული ბარსა როცა იყო და 4:0 მორჩა, მესის მომენტები გავიხსენოთ, ვისი ბრალია რო მომენტები არ ქონდა ვან დეიკის თუ ტერ შტეგენის? მცველი ვერასდროს გაიტანს თავდამსხმელის რაოდენობის გოლს და ჩვენ მოგვწონს გოლის გამტანი ფეხბურთელები, ჩვენ მოგვწონს მესიც)
2
მესის ნამდვილად არ ჭირდება დაუმსახურებლად არავისი ჯილდო, რასაც იგებს ყველაფერს ისევ და ისევ თავისი ბრწყინვალე ნიჭის წყალობით. თუ გადასცემენ 6-ეედ ოქროს ბურთს ეს იქნება ნამდვილად დამსახურებით. ვან დეიკმა გუნდურად მოიგო ყველაფერი ეს მთლიანად სხვა ფეხბურთელების დამსახურებაც არის ისე, რომ მარტო ეგ ვერაფერს ვერ გახდებოდა, რომ არ ყოფილიყო მათი მეკარის კარგი თამაში.
barsa mesi
21:37 01-12-2019
3

სიახლეები პოპულარული