ვალვერდე: პრობლემებს ნუ ქმნით, მიეცით ოქროს ბურთი მას...

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ Goal.com-თან საუბრისას კომენტარი ოქროს ბურთის გაცემის შესახებ ისაუბრა.

"ამ ცერემონიებს თვალს არ ვადევნებ, რადგან ისინი ძალიან დიდხანს გრძელდება. ჩემი არჩევანი, ვგონებ, თქვენსას ემთხვევა.

მე ხმას საუკეთესოს მივცემდი. ყოველ წელს თქვენ ხმას იმის მიხედვით აძლევთ, თუ როგორ ჩაატარა ფეხბურთლმა სეზონი.

თუმცა, თუ ჩვენ საუკეთესოს უნდა მივაკუთვნოთ ოქროს ბურთი. მოდით არ შევქმნათ პრობლემები და ის მესის გადავცეთ,"- თქვა ვალვერდემ.

ოქროს ბურთით დაჯილდოების ცერემონია ხვალ, 2 დეკემბერს პარიზში გაიმართება. პრიზის მიღების პრეტენდენტები მესის გარდა კრიშტიანო რონალდო და
ვირჯილ ვან დაიკი არიან.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მესის ნამდვილად არ ჭირდება დაუმსახურებლად არავისი ჯილდო, რასაც იგებს ყველაფერს ისევ და ისევ თავისი ბრწყინვალე ნიჭის წყალობით. თუ გადასცემენ 6-ეედ ოქროს ბურთს ეს იქნება ნამდვილად დამსახურებით. ვან დეიკმა გუნდურად მოიგო ყველაფერი ეს მთლიანად სხვა ფეხბურთელების დამსახურებაც არის ისე, რომ მარტო ეგ ვერაფერს ვერ გახდებოდა, რომ არ ყოფილიყო მათი მეკარის კარგი თამაში.
barsa mesi
21:37 01-12-2019
3
მესი გენიალური ფეხბურთელია, მარა არაა აუცილებელი გაუაზრებლად და დაუმსახურებლად გადასცენ ეს ჯილდო, არაფერში ჭირდება ეგეთი მესის. ვირჯილზე მეტად არავინ იმსახურებს, მარა თუ ავტორიტეტის გამო მისცემენ მესის, მაშინ ესეც გასაგებია
ობიექტურად
13:53 01-12-2019
16

სიახლეები პოპულარული