Marca: დღეს ლიონელ მესი "ოქროს ბურთს" მოიგებს

AutoSharing Option
დღეს, 2 დეკემბერს, საფრანგეთში "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონია გაიმართება.

ესპანური გამოცემების, Marca-სა და Mundo Deportivo-ს ცნობით, ამ ჯილდოს "ბარსელონას" ვარსკვლავი ლიონელ მესი მიიღებს. გამოცემების მტკიცებით, მესი "ლივერპულის" მცველს, ვირჯილ ვან დეიკს გადაუსწრებს.

მოგების შემთხვევაში, მესისთვის ეს "ოქროს ბურთი" რიგით მე-6 იქნება. ამჟამად რონალდოსა და მესის 5-5 "ოქროს ბურთი" აქვთ.

ცერემონია ჩვენი დროით 23:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
MARAD,ღადაობ ხო? რონალდოს მაქსიმუმ 3 ოქროს ბურთი ეკუთვნოდა,2 ფლორენტინომ აიღო :))) მესი სანამ თამაშობს სულ მას ეკუთვნის ოქროს ბურთი.
leng
17:07 02-12-2019
3
Marad, "უბრალოდ მესი" როგორ გახდა ძაან მაინტერესებს თუ ასე სჯობს რონალდუ. რატო არ არის "უბრალოდ რონალდუ" და რატო არ ჩუქნიან ჯილდოებს? ხო არ გიფიქრია რო მესი იმიტო გახდა "უბრალოდ მესი" რო გადაიხია ყველა ვისაც ეთამაშა :D (მესიმ რა გააკეთა წინა სეზონში მაგის ჩამოთვლას ვერ დავიწყებ, არ მეყოფა ადგილი მთელი სია რო ჩამოვწერო, ასე რომ უფრო ყურადღებით უყურე ფეხბურთს და შენ თვითონ გაიგე რა გააკეთა წინა სეზონში)
მდააა
17:38 02-12-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული