ლეო მესი: ეს განსაკუთრებულია, რადგან ფეხბურთიდან ჩემი წასვლის დრო ახლოვდება

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" მეექვსედ მოგების შემდეგ "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ ემოციები ვერ დამალა.

"მახსოვს, პირველი "ოქროს ბურთის" მისაღებად პარიზში სამ ძმასთან ერთად რომ ჩამოვედი. მაშინ 22 წლის ვიყავი. მაშინ ემოციური საღამო იყო, ისევე როგორც დღეს. ამ 10 წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში იმდენი განსაკუთრებული რამ მოხდა. აი, ახლა, მე აქ ვარ, მეუღლესთან, სამ შვილთან, ძმასთან და ძმის შვილთან ერთად.

ჩემმა მეუღლემ თქვა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მე ოცნებას არ ვიშლიდი, ვიზრდებოდი, დღიდან დღემდე სრულყოფილებისაკენ ვილტვოდი და ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებდი.

მადლობა ღმერთს,
ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც ასე მიყვარს და ღმერთს სურს, კიდევ რამდენიმე წელიწადი თამაშით დავტკბე.

მე ვიცი, რამდენი წლის ვარ. ასეთი მომენტები განსაკუთრებულია, რადგან ფეხბურთიდან წასვლის დრო ახლოვდება, ეს კი მძიმეა.

გავიმეორებ, თუმცა კიდევ რამდენიმე წელიწადი დამრჩა, მეჩვენება, რომ დრო გარბის და ყველაფერი ისე სწრაფად ხდება. იმედია, გავაგრძელებ ფეხბურთით, ოჯახით, მეტოქეებით და ჩემი ცხოვრებით სიამოვნების მიღებას", - ციტირებს მესის "მარკა".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული