ჯორჯო კიელინი: კრიშტიანო რონალდოს "ოქროს ბურთი" მადრიდის "რეალმა" მოპარა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" კაპიტანმა ჯორჯო კიელინი Sky Sport Italia-სთან საუბარში "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას შეეხო და რამდენიმე საინტერესო მოსაზრებაც გამოთქვა.

"ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ წელს ვინ დაიმსახურა ყველაზე მეტად "ოქროს ბურთი", მესიმ, ვან დეიკმა თუ რონალდომ. სამივეს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. ეს ფედერერსა და ნადალს შორის გადაწყვეტილების მიღებას ჰგავს.

თუ მათ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის დაჯილდოება სურდათ, მაშინ "ოქროს ბურთი" "ლივერპულის" მცველისთვის უნდა მიეცათ. თუ ყურადღებას ადგილობრივ ჩემპიონატებზე გაამახვილებდნენ, მაშინ გამარჯვებული შესაძლოა რონალდო ყოფილიყო, ან იგივე მესი.

ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ჩვენთვის
სასიხარულოა, რომ ამ სამი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი ჩვენთან თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა კარიერის საუკეთესო პერიოდი არ უდგას, ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.

რონალდოს "ოქროს ბურთი" წინა სეზონში ეკუთვნოდა, თუმცა "რეალში" სხვაგვარად გადაწყვიტეს და ეს მართლაც უცნაური იყო. ლუკა მოდრიჩის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, "ოქროს ბურთი" მას კარიერის საუკეთესო სეზონშიც არ ეკუთვნოდა.

ეს უბრალოდ სიგნალი იყო "რეალიდან", მათ რონალდოს შეჩერება სურდათ. მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ამ პრინციპით წელს ვან დეიკს უნდა გაემარჯვა, შარშან კი პოგბას, გრიზმანს ან მბაპეს, რადგან ისინი საოცარ რამეებს სჩადიოდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე,"- თქვა კიელინიმ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ზღაპრებს წერს. ეტყობა ჯერ ახალგაზრდაა.
წარმატებებს თავდამბლობა კი არ ქმნის (საბჭოთა ნარატივი) არამედ
კლასი და მიღწევები
პეტრე
03 დეკემბერი 2019 15:33
1
ბევრი გვინახია მაგარი სპორცმენები, მაგრამ თავისი ამბიციურობა ღუპავთ მაგ: ნეიმარი მაგრა ჩაკლა თავისი კარიერა. რონალდოსაც ეგ ემუქრენა თუ ასე გააგრძელა. ლეო მესის თავისი პიროვნული თვისებებიც ეხმარება, ბრწყინვალე ფეხბურთელობასთან ერთად. ასეა არაფერს ახალს არ ვიგონებ.
ბარსა მესი
03 დეკემბერი 2019 16:36
1
Da ramdeni achuqa realma daumsaxureblad)))))
Luka
03 დეკემბერი 2019 15:13
3
ჯორჯო კიელინო, არ გინდა ეხლა ეგეთი სისულელეების თქმა. როლანდო მაგარი ფეხბურთელია (ამას ვამბობ ბარსას და მესის ფანი) მაგრამ მაგას ღუპავს თავისი ხასიათი, ამბიციურობა და ნამეტანი თავის თავზე წარმოდგენა, რომ მთელ დედამიწის ზურგზე მაგაზე მაგარი ფეხბურთელი არავინ არ არის. თუ გინდა დიდ სპორტში რამეს მიაღწიო ჯერ უნდა იყო პიროვნულად თავმდაბალი და არა ნამეტანი ქედმაღალი, რაც არა აქვს ლეო მესის, და აი ამ თავმდაბლობითაც უყვართ ლეო, აღარაფერს არ ვიძაღით მის შესანიშნავ ფეხბურთის თამაშზე.
barsa mesi.
03 დეკემბერი 2019 12:47
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული