ფიფამ 2019 წლის აგენტების საკომისიოების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.
კლუბების მიერ ტრანსფერების დროს აგენტებზე გაცემული საკომისიოების თანხამ 653.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 19.3 %-ით მეტია, გასულ წელთან შედარებით.
2019 წელს 17 ათასზე მეტი ტრანსფერი შედგა, აქედან 3557 მინიმუმ ერთი აგენტის მონაწილეობით.
საკომისიოების დაახლოებით 80 % ინგლისის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის კლუბებმა გადაიხადეს.
ყველაზე მეტი საკომისიოებზე იტალიის კლუბებმა დახარჯეს - 130 მლნ დოლარი.
148 შემთხვევაში აგენტებმა ტრანსფერის შემდეგ 1 მილიონ დოლარზე მეტი მიიღეს.