შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიურ მედიასთან საუბარში კომენტარი მნიშვნელოვანი პრობლემის, რასიზმის შესახებ გააკეთა.
"მაისურების ჩაცმა წარწერით "არა რასიზმს" და იგივე ტექსტის დროშები კარგია, თუმცა ეს პრობლემას არ წყვეტს. ჯობია დააკლდეს 3 ქულა, შეწყდეს მატჩები, ისე მოხდეს ყველაფერი, რომ კლუბები გამომუშავებულ თანხებს კარგავდნენ. ასე გაჩნდება სერია B-ში დაქვეითების შანსი.
უფრო დიდი სიმკაცრეა საჭირო. ადამიანები ვერაფერს იგებენ მანამ, სანამ უხეშ რეაგირებას არ შეეჯახებიან.
როცა იტალიაში ვთამაშობდი, ტრიბუნებიდან მეძახდნენ - "ციგანო!" ესეც რასიზმია, უპატივცემულობა, მიუხედავად იმისა, რომ სტადიონს მიღმა ისინი მაქებენ და მათთან
ერთად ფოტოს გადაღებას მთხოვენ,"- უთხრა ზლატანმა GQ Italia-ს.