გაზაევი: ძლევამოსილი რუსეთის ასე დასჯას არ მოველოდი - აშშ-ს რატომ არ ამოწმებენ?!

AutoSharing Option
გოსდუმის დეპუტატმა და ცსკა-ს ყოფილმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა მსოფლიოს საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ რუსეთის  4 წლის განმავლობაში ყველა დიდ ტურნირზე მონაწილეობის აკრძალვაზე გააკეთა კომენტარი.

"ძლევამოსილი სპორტული სახელმწიფოს მიმართ ასეთი მკაცრი და შოკისმომგვრელი განაჩენის გამოტანას არანაირად არ ველოდი! მსგავსი რამ ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში არასოდეს მომხდარა.

ეს ხომ ბოდვაა! რატომ არ ამოწმებენ სხვა ფედერაციებს - აშშ-ს, ნორვეგიას, დიდ ბრიტანეთს?! WADA-ს გადაწყვეტილება პოლიტიკურია!

ეს უზარმაზარი უსამართლობაა. სპორტსმენები 4 წელი თავდაუზოგავად ვარჯიშობდნენ და მათ კარიერაში უმთავრეს შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ. რისთვის?! ჩვენ
გასულ ოლიმპიადაზე უკვე განვიცადეთ დამცირება, მაშინ ნეიტრალური დროშით ვიასპარეზეთ...

ახლა კი ეს შეიძლება ფეხბურთს შეეხოს. საკითხი ფიფას უახლოეს სხდომაზე განიხილება. ძალიან რთული სიტუაციაა. ყველა შესაძლებელი საშუალებით უნდა ვიბრძოლოთ. უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ღირსებისათვის", - ციტირებს გაზაევს "სპორტ-ექსპრესი".

მკითხველის კომენტარები / 46 /
მენტალურად ავად ხართ ურუსებო, მენტალურად ... საბჭოთა ეპოქაში კი არა, კიდევ უფრო უკან - შუა საუკუნეებში მიდიხართ (!)... ამერიკასა და ყველას რომ ,,ამოწმებენ,, - არ გჯერათ ,არაა ?! და დაუშვათ და ამერიკას არ ამოწმებენ ...თქვენ ასე უნდა ცბიერობდეთ- თვალთმაქცობდეთ - გაიძვერობდეთ (?!) - კიდევ სუსტი - ,,დიპლომატიურია,, დასავლეთი ,თორემ - ა რ ც ერთ რუსეთის მოქალაქეს არ უნდა მისცენ საერთოდ დასავლურ სამყაროში შესვლის უფლება - აბსოლუტურად ყველა რუსეთის მოქალაქე უ ნ დ ა განდევნოს ,თავისი ფინანსებით დასავლეთიდან ... რა ესაქმება ურუსს - დასავლურ სამყაროში - ხალხი რომელიც არ ცნობს არანაირ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მეტიც დასცინის მას და შუა საუკუნეების რუსული იმპერიით - ამაყობს ?! და ეს ..21- ე საუკუნეში ?! ამიტომ ცხოვრობთ ჭაობში და ითრევთ და ითრევთ მაგ ჭაობში ვისაც მიწოდებით ... ავად ხართ ...
გლახუნა
14:10 10-12-2019
4
თუ ანალიზს გავაკეთებთ,კომპენტენტურს და სწორად ვიმსჯელებთ,რუსეთმა მეორე მსოფლიო ომიც წააგო,ნახეთ ევროპა,თავისი ეკონომიკით და ცხოვრების პირობებით და მერე რუსეთი თავისი ყოფილი რესპუბლიკებით და სწორი შეფასებები გაა კეთეთ,რომელია გამარჯვებული? დასკვნები თქვენთვის მომინდია რუსეთუმეებო,ნახეთ გერმანია და მერე რუსეთი,შეადარეთ ერთმანეთს და რომელია გამარჯვებული?ასე,რომ რუსეთი ყოველთვის დამარცხებული იყო და იქნება,მეტიც,სულ მალე რუკიდანაც გაქრება,დაიშლება მარტივ მამრავლებად,აი ეს არის ვოვოჩკას უძლეველი იმპერია.
roma
13:42 10-12-2019
7

სიახლეები პოპულარული