სეგუნდადივიზიონის მატჩი "რაიო ვალეკანოსა" და "ალბასეტეს" შორის იმის გამო შეწყდა, რომ მასპინძელთა ფანები სტუმართა გუნდის უკრაინელ თავდამსხმელ რომან ზოზულიას "დედამ.....ლ ნაცისტს" უწოდებდნენ. ზოზულია თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტია და ხშირად ეხმარებოდა რუსეთის ოკუპანტებთან მებრძოლ უკრაინის არმიას.
ზოზულიას მხრდაჭერა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გამოუცხადა.
"რომან ზოზულია, შენ მხარს არა მარტო შენი გუნდი, არამედ მთელი უკრაინა გიჭერს!
შენ არა მხოლოდ კარგი ფეხბურთელი, არამედ ჭეშმარიტი პატრიოტი ხარ, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და ეხმარება ჩვენს სამხედროებს. ჩვენ შენთან ვართ! ხელს გართმევ", - წერს ზელენსკი "ტვიტერზე".