ფრანგი ფეხბურთელი რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს - მას რუსეთის ნაკრებში თამაში სურს

AutoSharing Option
"მონპელიეს" 29 წლის ნახევარმცველი დამიენ ლე ტალეკი მალე რუსეთის მოქალაქე გახდება და რუსეთის ნაკრებში თამაშის სურვილი აქვს.

ლე ტალეკმა თქვა, რომ რუსი მეუღლე ჰყავს, ერთ თვეში რუსეთის მოქალაქის პასპორტს აიღებს, მოსკოვში ბინა იყიდა და რუსეთის ნაკრებში ასპარეზობა მისთვის დიდი პატივი იქნება.

ლე ტალეკს საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე მატჩი აქვს ჩატარებული, ადრე კი "რენში", "დორტმუნდში", "ნანტში", "გოვერლაში", "მორდოვიასა" და "ცრვენა ზვეზდაში" თამაშობდა.

საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატის 18 მატჩში მან 2 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩაესიძა ;)))))))))))))))))))))))
Mazzola
21 დეკემბერი 2019 08:37
0
აქ ჩამოდი საფრანგეთის მოქალაქეები აქ უფრო ფასობენ. მინუმ პრეზიდენტის პოსტს ჩაგაბარებთ, როგორც გინდა დაკარგული ბეჩავი იყო მანდ საფრანგეთში.
D
20 დეკემბერი 2019 12:08
7
დაუნი.
1
20 დეკემბერი 2019 05:28
4

სიახლეები პოპულარული