მსოფლიო სპორტულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ "ზალცბურგის" ფორვარდი ერლინგ ჰოლანი მანჩესტერში ჩაფრინდა, სადაც "იუნაიტედის" წარმომადგენლებთან უნდა გამართოს მოლაპარაკებები.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა გააკეთა.
"ტყუილია ინფორმაცია, რომ ჰოლანი მანჩესტერში იმყოფება. როგორც ვიცი, ის თავის მეგობრებთან ერთად საშობაო შვებულებაშია.
მისი დამატება ბევრ გუნდს სურს და არ უარვყოფ, ერთ-ერთი "მანჩესტერიცაა", - ამბობს სოლსკიაერი.