ამჟამად ინიესტა იაპონურ "ვისელ კობეში" ირიცხება, რომელთანაც კონტრაქტით კიდევ წელიწადი და ერთი თვე ირიცხება. თუმცა ესპანელის სურვილის შემთხვევაში, დიდი ალბათობით ტრანსფერი შედგება.
აღსანიშნავია, რომ „ესტუდიანტესის“ გარემო ინიესტასთვის უცხო არ იქნება, რადგან ყოფილი თანაგუნდელები გაბრიელ მილიტო და ხავიერ მასკერანო ამ გუნდში მუშაობენ. ერთი სამწვრთნელო შტაბში ასისტენტია, ხოლო მეორე - ჯერ კიდევ ბურთს აგორებს.
ანდრეს ინიესტამ კატალონიური კლუბი 2018 წელს დატოვა და კარიერა
აზიაში „ვისელ კობეს“ რიგებში გააგრძელა.