21 დეკემბერს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ლივერპულმა" "ფლამენგო" 1:0 დაამარცხა.
ისევე როგორც ნახევარფინალში "მონტერეისთან", დამატებით დროში გამარჯვების გოლი რობერტო ფირმინომ გაიტანა.
"ლივერპულმა" პირველად მოიგო ეს ტურნირი - 2005 წელს "წითლები" "სან პაულუსთან" 0:1 დამარცხდა.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად "ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი დაასახელეს.
მესამე ადგილზე "მონტერეი" გავიდა, რომელმაც პენალტების სერიაში "ალ ჰილალს" 4:3 სძლია (ძირითადი და დამატებითი დრო 2:2 დასრულდა).
"ლივერპული" მეორე ინგლისური გუნდია, რომელმაც ამ ტურნირზე იმარჯვა - 2008 წელს "მანჩესტერმა" მოიგო.