აფრიკაში წლის ფეხბურთელის ჯილდოს ნომინანტები დაასახელეს

AutoSharing Option
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ დღეს, 22 დეკემბერს 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს პრეტენდენტი 3 ფეხბურთელი დაასახელა.

საუკეთესოთა შორის მოხვდნენ "ლივერპულის" შემტევები: სადიო მანე და მოჰამედ სალაჰი. ასევე "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი რიად მაჰრეზი.

შარშან, აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი გახდა. წელს კი, ვარაუდობენ, რომ ამ პრიზს სენეგალელი სადიო მანე მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მანე.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული