ავსტრალიურმა გაზეთმა The Herald Sun-მა გამოაქვეყნა 10 ადამიანისაგან შემდგარი ყველაზე ცუდი პერსონაჟების სია სპორტის სამყაროში, რომელთა შორი 2 მკვლელთან ერთად "ბარსას" ფორვარდი ლუის სუარესიც მოხვდა.
სუარესის გარდა ცნობილი სპორტსმენებიდან აღნიშნულ სიაში გაზეთმა მებრძოლი კონორ მაკგრეგორი, ავსტრალიელი ჩოგბურთელი ნიკ კირიოსი და ლეგენდარული მოკრივე ფლოიდ მეივეზერიც შეიყვანა.
სია კი ასე გამოიყურება:
1. ოსკარ პისტურიუსი - ტანმოვარჯიშე, საკუთარი შეყვარებული მოკლა.
2. ნიკ კირიოსი - 113 000 დოლარით დააჯარიმეს კორტებზე შეუსაბამო ქცევის გამო და 6 თვიანი გამოსასწორებელი ვადა მისცეს.
3. აარონ ერნანდესი - ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე,
რომელმაც საცოლის დის შეყვარებული მოკლა. სხვა მკვლელობის საქმეში გაამართლეს, თუ,ცა 2017 წელს მაინც თავი მოიკლა.
4. დევინ უორნერი - კრიკეტის მოთამაშე, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ხულიგნობის გამო დააკავეს.
5. კონორ მაკგრეგორი - სკამი ესროლა ედი ალვარესს, მოხუცს ეჩხუბა პაბში და ხაბიბ ნურმაგომედოვის ავტობუსს დაესხა თავს.
6.იოზეფ ბლატერი - ფიფას ყოფილი პრეზიდენტი, კორუფციის გამო სპორტულ საქმიანობას 6 წლით ჩამოაცილეს.
7. სუნ იანი - მოცურავე, დოპინგ-ოფიცრის თვალწინ დაამტვრია ანალიზის კოლბა.
8. ფლოიდ მეივეზერი - 2012 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით გაასაამრთლეს.
9. ალექსანდრ როდრიგესი - ბეისბოლისტი, რომელიც ჯერ აკრძალული პრეპარატების და შემდეგ ნარკოტიკების მიღების გამო ჩამოაშორეს სპორტს.
10. ლუის სუარესი - კარიერაში 3 ფეხბურთელს უკბინა - ოტმან ბაკალს, ბრანისლავ ივანოვიჩსა და ჯორჯო კიელინის.