შოთა არველაძე "ვიტესის" მწვრთნელობის კანდიდატად განიხილება

AutoSharing Option
gelderlander.nl-ის ცნობით, შოთა არველაძე "ვიტესის" მწვრთნელობის კანდიდატად განიხილება.

29 ნოემბერს, "ჰეერენვენთან" 2:3 დამარცხების შემდეგ, "ვიტესის" მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი გადააყენეს, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა და "რუბინს" ჩაუდგა სათავეში.

მას შემდეგ არნემულ გუნდს დროებითი მწვრთნელი იოზეფ ოსტინგი უდგას სათავეში, მისი ხელმძღვანელობით 4-დან 3 მატჩი მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა და არაა გამორიცხული, სეზონის ბოლომდე სამუშაოზე დატოვონ.

გამოცემის მტკიცებით, "ვიტესის" მწვრთნელობის ოთხი კანდიდატია - "ფახთაქორის" თავკაცი შოთა არველაძე, აგრეთვე ალბერტ სტუივენბერგი (უელსის ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე), ჯორდი კრუიფი (ჩინური "ჩუნცინიდან" დათხოვნილი) და იურგენ სტრეპელი (არაბთა
გაერთიანებული საემიროების "ალ ჯაზირადან" გათავისუფლებული).

მკითხველის კომენტარები / 3 /
აქ ჩამოთვლილებიდან შოთიკო ყველას ჯობია. წარმატება შოთი.
G.LA
24 დეკემბერი 2019 22:13
0
კიდევ კარგი ქუთაისელი არ არის არველაძე თორემ კიდეც გაბურღავდნენ ტვინს Kutaiseli,Baroni სხვა ქუთაისელები! წარმატებები არველაძეს! ბათუმელებს გვიყვარს დედაქალაქი!
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
25 დეკემბერი 2019 14:02
0
რა ვიტესი,მხოლოდ აი იქსი.
ozeki
25 დეკემბერი 2019 12:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული