რონალდო: საერთოდ არ ვსვამ, მაგრამ ამ მატჩის შემდეგ დავთვერი

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ DAZN-თან საუბარში კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან მოგებულ ტურნირზე ისაუბრა.

"პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მოგებული ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია ჩემთვის. იმ დაუჯერებელ, დაუვიწყარ საღამოს ვტიროდი, ვიცინოდი, ვწვალობდი, ვყვიროდი და დავთვერი.

არ ვხუმრობ! ფინალის დროს იმდენად ბევრი ვიტირე, რომ დეჰიდრადაცია მქონდა. მატჩის შემდეგ, აღნიშვნის დროს, შამპანურის დიდი ჭიქა დავცალე და იქვე დავთვერი.

საერთოდ არ ვსვამ, მაგრამ ეს იმდენად განსაკუთრებული დღე იყო. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოგებული თასია", - აღნიშნა კრიშტიანომ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამიტომაც ვცემ უდიდეს პატივს ამ დიდ ფეხბურთელს რომელსაც უამრავი ტიტულები აქვს მოგებული რომ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მოგებული ევროპის ჩემპიონატი მიაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად.იგი თავისი ქვეყნის ნამდვილი შვილია.დარწმუნებული ვარ ახლაც გამოჩნდებიან ავადმყოფები რომლებიც გინებას და წყევლას დაუწყებენ.
ამას დიდი კაცობა ჰქვია
16:10 27-12-2019
2
ეს რომ ქართულ სუფრაზე მოხვდეს დეპრესიაში ჩავარდება)
ბათუმის ფანი
18:38 27-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული