ოჩოას ეფექტური "სეივი" და 93-ე "მაკრატელათი" გატანილი ულამაზესი გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 27 დეკემბერს, გაიმართა მექსიკის ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი "მონტერეისა" და "ამერიკას" შორის, რომლის ბედიც 93-ე წუთზე გატანილმა ულამაზესმა გოლმა გადაწყვიტა.

ანგარიში 1:1 იყო. 53-ე წუთიდან მოყოლებული, სტუმრები კაცნაკლულები თამაშობდნენ, თუმცა "ამერიკას" კარს გამოცდილი გილერმო ოჩოა იცავდა და გუნდიც კარის მშრალად შენახვას ახერხებდა. დამატებითი დროის პირველ წუთზე, ოჩოამ ეფექტური "სეივი" შემოგვთავაზა და თითქოს გუნდი წაგებას გადაარჩინა, თუმცა...

მალევე საჯარიმოდან ოჩოას მიერ მოგერიებული ბურთი ისევ მასპინძლებს მიუვიდათ და როჯელიო ფიუნეს მორიმ ულამაზესი დარტყმით "მონტერეის" გამარჯვება მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ 28 წლის მორიმ 9
დღის წინ "ლივერპულის" კარიც აიღო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული