ფეხბურთის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა სპორტდარბაზში გადაღებული ვიდეო, რომელშიც მსოფლიოს მეორე ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს ახტომას ასწავლის.
"ნოვაკს უკეთ ხტომას ვასწავლი. სასიამოვნო იყო შენი ნახვა და შენთან ერთად ვარჯიში, ჩემო მეგობარო!" - დაწერა კრიშტიანომ.
ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ სერბი ჩოგბურთელი არც ისე ცუდი მოსწავლეა და გარკვეულ სიმაღლეზე ჩამოკიდებულ თოკს მეორე მცდელობიდან შესწვდა. მართლია, ისე ჯერ ვერ ხტება, როგორც ამას კრიშტიანო აკეთებს, თუმცა მონაცემები აშკარად აქვს.
რას მატრაკვეცობენ, ერთი...