"გენტისა" და უკრაინის ნაკრების თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა ფულისადმი თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
"მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ფულს ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს-მეთქი. ფეხბურთელები, პირველ რიგში, ფეხბურთის სიყვარულის გამო ვთამაშობთ და მეორე - ოჯახს რჩენა ხომ უნდა. რა თქმა უნდა, მსურს, რაც შეიძლება მეტი გამოვიმუშაო. ეს არავისთვის საიდუმლო არ არის.
მე ბელგია ავირჩიე. ამ ჩემპიონატში დიდ ფულს ვერ იშოვი, მაგრამ სწორად გადადგმული ნაბიჯია, რათა მომავალში მეტი გამოიმუშაო. ჩემთვის უპირველესი ფეხბურთია და შემდეგ - ფული.
გადავიდოდი თუ არა "ზენიტში", წელიწადში 5 მილიონი ევრო რომ მომცენ?
არა. კარგი კითხვაა, მაგრამ ამჟამინდელ ვითარებაში არ გადავიდოდი. 100%-ით ასე ვფიქრობ. თავის სარჩენად ხელფასი მყოფნის. რაც საჭიროა, ყველაფერი მაქვს", - განაცხადა იარემჩუკმა ჟურნალისტ ვიკტორ ვაცკოსათვის მიცემულ ინტერვიუში.
გადავიდოდი თუ არა "ზენიტში", წელიწადში 5 მილიონი ევრო რომ მომცენ?
იარემჩუკი 10 გატანილი გოლით ბელგიის მიმდინარე ჩემპიონატზე "გენტის" ბომბარდირია და უკრაინის ნაკრებს ევრო 2020-ზე გასვლაში დაეხმარა.