ცნობილმა უნგრელმა არბიტრმა ვიქტორ კაშაიმ სამსაჯო კარიერა დაასრულა და ამის შესახებ უნგრულ მედიას განუცხადა.
"ვასრულებ 30-წლიან სამსაჯო კარიერას და ახალი გამოწვევებისთვის ვემზადები. არ ვაპირებ ფეხბურთიდან წასვლას, ბოლო დროს კი საფეხბურთო მენეჯმენტს ვსწავლობდი.
ვიმედოვნებ, რომ წარმატებებს ამ სფეროშიც მივაღწევ", - განაცხადა 44 წლის რეფერიმ.
2011 წელს კაშაიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალი განსაჯა "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის (3:1). იმავე წელს მსოფლიოს საუკეთესო არბიტრად დაასახელეს.