ვიქტორ კაშაი: მატჩის შემდეგ ვიდეოჩანაწერი ვნახეთ და მივხვდით, რომ შევცდით

AutoSharing Option
უნგრელმა არბიტრმა ვიქტორ კაშაიმ აღიარა, რომ მისმა ბრიგადამ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, სადაც ერთმანეთს ინგლისისა და უკრაინის ნაკრებები ხვდებოდნენ, შეცდომა დაუშვა, როცა მარკო დევიჩის გოლი არ ჩათვალა.

"მატჩის შემდეგ ვიდეოჩანაწერს ვუყურებდით. ყველაფერი კარგად გავაანალიზეთ და მივხვდით, რომ შევცდით.

ვცდილობდით, შეცდომის მიზეზი გაგვერკვია, მაგრამ უეფას წესებით, არბიტრს არ აქვს უფლება, საკუთარ გადაწყვეტილებას შეფასება და კომენტარი მისცეს.

არბიტრმა უნდა შეაფასოს, რა ხდება მოედანზე რეალურ დროში და გადაწყვეტილების მისაღებად წამის მეასედი აქვს. ჩვენ არ გვაქვს კამერები, რომლებიც მომენტს სხვადასხვა კუთხიდან
გვიჩვენებენ", - თქვა კაშაიმ.

ასევე იხილთ:
უკრაინა-ინგლისის მატჩის არბიტრს "ვიკიპედიაში" ყოველ 15 წუთში ერთხელ "კლავენ"

პერლუიჯი კოლინა: მარკო დევიჩის გოლი უნდა ჩათვლილიყო

ინგლისი-უკრაინა 1:0 - ერთი მოპარული გოლი [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული