"ბატეს" ყოფილმა მწვრთნელმა ალეკსეი ბაგამ MelkazeRAW-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთთან "ინტეგრაციაზე" ისაუბრა.
- მიტინგებზე რას იტყვი? დადიხარ?
- რა თქმა უნდა, არა, არავითარ შემთხვევაში. საზრუნავი სახლშიც მყოფნის. სამი შვილი მყავს და მიტინგი ყოველდღე სახლში მაქვს.
- რუსეთთან ინტეგრაციაზე რას იტყვი? შენი, როგორც ბელარუსის აზრია საინტერესო.
- მე რაც არ უნდა ვთქვა, ეს გავლენას არაფერზე არ მოახდენს. ამას გულგრილად არ ვუყურებ, მაგრამ როგორც ვთქვი, გავლენას ვერაფერზე ვერ მოვახდენ.
- მაგალითად, 31 იანვარს ან სხვა დღეს, ბელარუსი რუსეთის გუბერნია გახდა. შენი პოზიცია?
- ძნელია ამ კითხვაზე
პასუხის გაცემა. კითხვა აქტუალურია, მაგრამ პასუხი არ მაქვს.
- შენ ხომ ახალგზრდული ნაკრების კაპიტანი იყავი. ჰიმნი და გერბი შენზე როგორ მოქმედებდა?
- შენ ხომ ახალგზრდული ნაკრების კაპიტანი იყავი. ჰიმნი და გერბი შენზე როგორ მოქმედებდა?
- რა თქმა უნდა, ეს სუპერია. ევროპაზე გავედით. გუნდში ბიჭები მთელი ბელარუსიდან შევიკრიბეთ. მაისურა და ნაკრებში ყოფნა სუპერი იყო. სამკლავური, გერბი, ჰიმნი - რაც არ უნდა იყოს, შენს ქვეყანას წარმოადგენ. მართლაც მოვლენა იყო.
- ახლა კი შეიძლება თეორიულად ისე მოხდეს, რომ ეს მაისურა, მოგონება წაგართვან...
- ახლა კი შეიძლება თეორიულად ისე მოხდეს, რომ ეს მაისურა, მოგონება წაგართვან...
- აი, სწორედ ამიტომ ბიჭებმა ამ ჰიმნით, ამ მაისურათი ბელარუსისთვის უნდა ითამაშონ.