ოსვალდო, რომელიც სხვადასხვა დროს "რომას", "ინტერის", "იუვენტუსის", "პორტუს" რიგებში გამოდიოდა, ამჟამად 33 წლის გახლავთ. მისი ბოლო კლუბი "ბოკა ხუნიორსი" იყო და 2016 წელს გამოემშვიდობა "ბომბონერას" ტრიბუნებს.
მართალია, ოსვალდო არგენტინელი გახლავთ, თუმცა ის იტალიის მოქალაქე და ამავე ნაკრების ფეხბურთელი გახლდათ. ეროვნული გუნდის მაისურით ოსვალდომ 14 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.