"ბარსელონას" კაპიტანმა და ლიდერმა ლიონელ მესიმ DAZN-თან საუბარში კომენტარი კრიშტიანო რონალდოსთან დაპირისპირებაზე გააკეთა.
"ეს განსაკუთრებული წინააღმდეგობა იყო, რომელიც სამუდამოდ დარჩება ადამიანების მახსოვრობაში, რადგან დიდი ხანი გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დონის შენარჩუნება ძალიან ძნელი იყო.
ამასთანავე, ისეთ მომთხოვნ კლუბებში ვთამაშობდით, როგორებიც "რეალი" და "ბარსელონაა" - მსოფლიოში საუკეთესო გუნდები.
თანაბარი ბრძოლა ბევრი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ჩვენ შორის სპორტული დაპირისპირება ძალიან სასიამოვნო იყო პირად დონეზე და ვფიქრობ, ხალხიც სიამოვნებას იღებდა, არ აქვს მნიშვნელობა "რეალის" ფანი იყო თუ "ბარსელონას", ან საერთოდ სხვა გუნდის გულშემატკივარი.