ევერ ბანეგა კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
ნახევარმცველი ევერ ბანეგა ზაფხულში ერ-რიადის "ალ შაბაბში" გადავა.

არგენტინელი "სევილიას" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და საუდის არაბეთის კლუბთან სამსეზონიან კონტრაქტს გააფორმებს.

ამ სეზონში 31 წლის ბანეგამ ლა ლიგას 19 მატჩში 2 გოლი (ორივე პენალტით) და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მას ზაფხულში "ბოკა ხუნიორსი" ასევე სამწლიან კონტრაქტს სთავაზობდა და სეზონურ გასამრჯელოდ 2 მილიონ ევროს ჰპირდებოდა, მაგრამ მშობლიურ კლუბში დაბრუნება არ ისურვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული