არაბული ტელეარხის, beIN Sports-ის ინფორმაციით, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) მიიღო გადაწყვეტილება და რუსეთის საფეხბურთო ნაკრები 2022 წელს, ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთა.
"მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ რუსეთის ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღების უფლება აუკრძალა", - წერია beIN Sports-ის "ტვიტერის" გვერდზე.
მიუხედავად ამისა, რუსული საინფორმაციო წყაროები წერენ, რომ არც უეფასა და არც ფიფაში მსგავსი შინაარსის წერილი არ მისულა.