აგუერომ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი სერხიო აგუერო პრემიერლიგის იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

31 წლის არგენტინელმა გასულ თვეში 3 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. ეს ჯილდო აგუეროსთვის მე-7 აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკან მოიტოვა "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი სტივენ ჯერარდი და "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი.

ამავე ტიტულზე სხვა პრეტენდენტებთან ერთად იყვნენ: "ლივერპულელი" ჯორდან ჰენდერსონი და ალისონ ბარკერი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული