"შახტარში" დავით ხოჭოლავას თანაგუნდელ მცველს, ბოგდან ბუტკოს ვაჟიშვილი შეეძინა, რომელსაც შვედი თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის საპატივცემულოდ ზლატანი დაარქვა.
ბოგდანს აგრეთვე 3 წლის შვილი, მილანი ჰყავს და საინტერესოა, თუ კიდევ ვაჟი ეყოლა, რას დაარქმევს?
"მადლობა ჩემს მეუღლე ეკატერინეს შვილისათვის. ძალიან ბედნიერი ვარ. გრძნობებით აღსავსე!", - ციტირებს 29 წლის ბუტკოს დონეცკური კლუბის საიტი.