საბჭოთა კომენტატორი: სსრკ-ის დროს ისეთი "კალბასი" იყო, სურნელი მთელ სახლში იფრქვეოდა, ახლა ხალხს რწმენა არ აქვს

AutoSharing Option
ძალიან ხშირად პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვადასხვა სპორტის წარმომადგენლებსა და სპორტთან დაკავშირებული პროფესიის მქონე ადამიანებს ნოსტალგიური განწყობები აქვთ.  მიზეზიც მარტივია, საბჭოთა სპორტი უფრო წარმატებული იყო, ვიდრე ყოფილი სსრ-ების დღევანდელი შედეგები და სწორედ ამ საკითხზე საუბრისას რუსმა კომენტატორმა ალეკსანდრ ელაგინმა საინტერესო პარალელი გააკეთა.

"ოქტომბრის დიდმა რევოლუციამ საბჭოთა კავშირი შექმნა. სსრკ-ში ძალიან ბევრი პრობლემა იყო, უამრავი ნეგატივი, თუმცა შესანიშნავი ამბების მთელი წყებაც.

საბჭოთა კავშირის დროს მოიპოვეს ჩვენმა სპორტსმენებმა უდიდესი წარმატებები თუნდაც ფეხბურთში. რატომ ხდებოდა ეს? რა იყო მთავარი? რასაც მე სსრკ-ში გამოვყოფდი, ეს სტაბილურობა
გახლდათ, ხალხი ხვალინდელ დღეში დარწმუნებული იყო.

არიან ჟურნალისტები, არის ხალხი, რომელსაც მემარცხენე პოლიტიკა არ მოსწონს და ლიბერალიზმს უჭერს მხარს. ისინი "კალბასებზე" (ძეხვი) საუბრობენ, რომ მხოლოდ ორი ტიპისა იყოო, ამას იხსენებენ.

თუმცა არ გვაინტერესებს, როგორი ძეხვი იყო? ბანაკში ვცხოვრობდი, კომუნალურ საცხოვრებელში. ხალხი საექიმო ძეხვს ყიდულობდა და ისეთი სურნელი ჰქონდა, მთელ სახლში იფრქვეოდა.

ახლა კი, ბატონებო, 125 ტიპის ძეხვია, თუმცა გემო არცერთს არ აქვს. სოსისები ხომ საერთოდ საშინელებაა, ხორციც - იგივე. ყველაფერი ისეთია, არანამდვილი. პომიდვრებსაც კი არ აქვს გემო და სურნელი.

ამის შემდეგ რაზე მელაპარაკებით? დღეს, რაც საზოგადოებას არ აქვს, ეს სწორედ ხვალინდელი დღის რწმენაა. ეს არის ის, რაც სპორტშიც გვაკლია და წარმატებაში გვიშლის ხელს", - განაცხადა ელაგინმა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 19 /
რა ძეხვი რის ტუშონკა ვაი თქვენ პატრონს.....
გრიშა
23 აპრილი 2020 18:29
0
ბაზარი არაა, ძეხვი და ნაყინი მართლა გემრიელი იყო საბჭოთა კავშირში
შაკო
19 თებერვალი 2020 17:01
7
ძეხვი მოხვდა მაგას დინგში....
გრიშა
23 აპრილი 2020 18:27
0
ელაგინის მიერ წაყვანილი პრემიერ ლიგის თამაშები ჯერ რენ ტვ-ზე, შემდეგ სხვა არხებზე 90-იანების ინგლისს ჩემპიონატს ცალკე ხიბლს მატებდა .
კამენევ-ზინოვიევი
19 თებერვალი 2020 16:47
7
აჰა, საბჭოთა კავშირში ყოფილა სტაბილურობის განცდა თურმე. კაცმა არ იცოდა ატომური ომი როდის დაიწყებოდა.
გაგა
19 თებერვალი 2020 16:42
13
რომელი თანამედროვე საქართველო გზავნილებით შევსებული ბიუჯეტი რომლის გამოგზავნა და შოვა ჩვენს დედებს და დებს ხშირად სიცოცხლის ფასადაც კი უჯდებად შეიძლება განათლებით ვართ წინ ან სოფლის მეურნეობა გვაქ საქებარი წარმოება ნული ერი ვართ მილევადი დაბოლოს თუ სადმე დედას შვილი დაუწყევლია ყველა პოლიტიკოსია.საბჭოთა პერიოდს როცა უკრიტიკებ ხალხს მაშვინ იმაზე უკეთ თუარა უარესად არუნდა აცხოვრო ასეა ეს და ხალხიც აღარ ტყუვდება.ეხლა კიდე ჯობია ისევ სპორტს დაუბრუნდეთ
zaza
19 თებერვალი 2020 15:56
11
ავტორ შეეშვი სპორტს.რუს ტარგმნას მეგობარო(ფა თუ არა რამე საინტერესო გადათაგმნე ;))
L.J.
19 თებერვალი 2020 14:58
10
მე ხაზგასმით ავღნიშნე რომ საბოლოოდ კომუნიზმმა გლეხებს კარგი ცხოვრება მოუტანა თქო და თავიდიან რითი დაიწყეს მაგის ლექციებს ნუ წამიკითხავთ, თქვენზე არანაკლებ კარგად ვიცი :) ვისაც არ მოგწონთ ეს აზრი, ისინი უცხოელების ცხოვრებით ნუ გამიბათილებთ, საქართველოს სოფლებს გადახედეთ, გლეხებს დაუგდეთ ყური და მერე მედავეთ….
მოქალაქე
19 თებერვალი 2020 14:08
15
კი როგორ არა, რაჭის ერთ სოფელში ელექტროენერგია 1964 წლამდე არ ყოფილა, დედაჩემისგან ვიცი და ამ დროს აბუაჩემი, ანუ მამამისი ბერლინშია ნამყოფი 1945 წელს, საბჭოთა ჯარისკაცად, იმ გერმანიაში სადაც ჯერ კიდევ 1936 წლისთვის სოფლეში შუქიც იყო, და ცხელი წყლის ინდივიდუალური სისტემაც. და ამ დროს დღემდე პოსტ-საბჭოთა გლეხობა სოფლებში გათბობა და ცხელი წყალი კია არა "უბორნიებში" დადიან და უნიტაზის არსებობა არ გაუგიათ ":))
saba
19 თებერვალი 2020 15:26
14
ავტორს მინდა ვკითხო:რა გაძლევთ იმის საფუძველს იფიქროთ,რომ ერთი არაფრით გამორჩეული ყოფილი კომენტატორის,აშკარად ჩამორჩენილი და სუბიექტურად მოაზროვნე კომუნისტის ნაბოდვარი,თანამედროვე საქართველოში ვინმეს აინტერესებს?!გთხოვთ მიპასუხოდ!!!
Alex.F
19 თებერვალი 2020 13:45
34
კალბასის რა მოგახსენოტ მარა სამხედრო ტუშონკა ზეტიანიტ ახლაც მაქვს ნასტალგია
digela
19 თებერვალი 2020 13:06
11
რა არა მოდური და უხერხულიც არ უნდა იყოს ამის აღიარება კომუნიზმმა საბოლოოდ გლეხ და უბრალო ადამიანს ისეთი ცხოვრება მოუტანა მის დღეში რომ არ დასიზმრებია… უბრალოდ ფაქტია თორემ საბჭოთა კავშირს სულაც არ შევნატრი
მოქალაქე
19 თებერვალი 2020 12:24
14
როდესაც არ გინახავს კაპიტალიზზმა ფერმერს რა ცხოვრება მოუტანა და კომუნიზმში თოხ-გუთანზე შემხტარი გაძვალტყავებული ბატრაკის ცხოვრება რომ გხიბლავს.ის მომენტია..
აბა.აბა...
20 თებერვალი 2020 16:14
7
აი როცა კომუნიზმს ეგეთი ცხოვრება მოჰქონდა გადახედე ამ ამერიკელ,გერმანელ, ავსტრალიელ და სხვა ქვეყნების გლეხებს როგორი საამური ცხოვრება ჰქონდათ და მერე იმ კომუნიზმში ნაცხოვრები გლეხის ცხოვრებას საამურს აღარ უწოდებ...
zura
19 თებერვალი 2020 13:45
22
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული